სრულად ავტომატიზებული KRYPTOR სისტემა
სად შეგვიძლია გამოვიყენოთ კრიპტორი?
- სადაც აუცილებელია სისწრაფე და სიზუსტე
KRYPTOR compact PLUS - იდეალურია თანამედროვე კლინიკური ლაბორატორიებისთვის, რომლებიც საჭიროებენ მაღალ ხარისხს, კომპაქტურ ზომებს, სიმარტივეს გამოყენებისას და ხელმისაწვდომ სადიაგნოსტიკო სისტემებს. პლატფორმა აღჭურვილია ბარკოდის წამკითხველი მოწყობილობით ნიმუშებისთვის და რეაგენტებისთვის, რაც მინიმუმადე ამცირებს შეცდომებს და უზრუნველყოფს რეაგენტების მონიტორინგს. კავშირით ლაბორატორიის ინფორმაციულ სისტემებთან (LIS) შესაძლებელია ინფორმაციის ინტეგრირებული გადაცემა, ამგვარად შედეგები, რომლებიც გენერირდება 1 საათზე ნაკლებ დროში, შესაძლოა სწრაფად მიეწოდოს სამედიცინო პერსონალს და პაციენტებს.
შედეგები, რომელსაც ენდობი
მაღალი ხარისხის ტექნიკა იძლევა ექსპერიმენტის სიზუსტის გარანტიას, ხოლო ავტომატიზება და ექსპერიმენტის გონივრული დიზაინი უზრუნველყოფს შედეგების სტაბილურობას.
დროის და რეაგენტების ეფექტური გამოყენება
- რეაგენტების მინიმალური მოცულობები და თხევადი ნარჩენების მცირე რაოდენობა;
- გრძელვადიანი ინტერვალები რეკალიბრაციებს შორის;
ექსპერიმენტის მიმდინარეობის მარტივად მართვის შესაძლებლობა
- ექსპერიმენტატორის ნაკლები ჩართულობა ექსპერიმენტში და დახვეწილი ავტომატური სისტემა ამარტივებს ექსპერიმენტის ჩატარების პროცესს;
- STAT ფუნქცია - ნიმუშების სასწრაფო ანალიზისთვის;
- არასტანდარტული ნიმუშების დეტექციის და მათი სწრაფი განზავების სისტემა;
- დროული გამაფრთხილებელი სიგნალები ნიმუშების ხარისხთან დაკავშირებით, როგორიცაა მათში ჰაერის ბიშტუკების ან სხვა ნაწილაკების არსებობა;
- ფერებით - კოდირებული, რეალურ დროში მომუშავე ეკრანი, რომელიც ექსპერიმენტის სტატუსზე გვაწვდის მონაცემებს.
KRYPTOR compact PLUS - ტექნიკური მახასიათებლები
აპარატი | KRYPTOR compact PLUS |
სისტემის აღწერა | სრულად ავტომატიზებული იმუნოანალიზატორი |
წარმადობა | 60 ნიმუშამდე / 1 საათი |
ტექნოლოგია | TRACE (time-resolved amplified cryptate emission) |
ზომა (სიგანე x სიმაღლე x მოცულობა) | 74 x 63 x 75 სმ |
წონა | 54კგ |
ოპერირების რეჟიმი | სტანდარტული/სწრაფი (STAT) |
სიგნალის დეტექცია | 4 სხვადასხვა სიგრძის ტალღა |
ნიმუშების და რეაგენტების განაწილება | ტეფლონით დაფარული მეტალის ბუნიკი, გაცხელების ფუნქციით |
რეაქციის ტემპერატურა | 37–40°C, მონიტორზე აღრიცხვით |
სარეაქციო არე | ინსტრუმენტ-სპეციფიკური სარეაქციო ფლეითი - 96 ფოსო |
ინკუბაციის დრო | 9 - 59 წუთი (ექსპერიმენტის მიხედვით) |
ნიმუშის მოცულობა | 8 - 70 µl (ექსპერიმენტის მიხედვით) |
ნიმუშის სატესტო ტუბები | *პირველადი/მეორეული ტუბები: 11–17 მმ (ნიმუშ-სპეციფიკური) *მიკროტუბებისთვის - სპეციალური ადაპტერი |
ნიმუშის იდენტიფიკაცია | ბარკოდის ამოცნობა ან მანუალური შეყვანა |
ნიმუშის მონიტორინგის შესაძლებლობები | 1. სითხის მონიტორინგი 2. კოლტის დეტექცია |
ნიმუში | შრატი ან პლაზმა (ექსპერიმენტ-სპეციფიკური) |
კალიბრაციის მეთოდი | ერთ და ორ წერტილიანი ავტომატიზებული კალიბრაცია 1 ან 2 კვირაში ერთხელ (ექსპერიმენტ-სპეციფიკური) |
რეაგენტების რაოდენობა | 8 კიტამდე |
რეაგენტების იდენტიფიკაცია | ბარკოდის ამოცნობა ან მანუალური შეყვანა |
რეაგენტების მონიტორინგის ხელსაწყოები |
* სითხის დონის მონიტორინგი * მიმდინარე დეტალური ინფორმაცია რეაგენტების სტატუსის შესახებ |
ხარისხის კონტროლის მეთოდი | ინდივიდუალური QC ბარკოდის ამოცნობით |
ხასისხის კონტროლის პროგრამა | Levey Jennings QC Software |
ხარისხის კონტროლის კომპონენტები | იზოლირებული საკონტროლო შეფუთვა |
ონლაინ დაკავშირება |
* ორი მიმართულების LIS კავშირი * ინტეროპერირება პრენატალური რისკის კალკულაციის პროგრამასთან |
მენიუს ენები | ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური, რუსული |